ვაფასებ, რომ ტრამპი და მისი გუნდი უკრაინაში ომის დასასრულებლად დაუღალავად შრომობს – გრემი

ვაფასებ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი დაუღალავად – ღირსეული და სამართლიანი გზით შრომობს უკრაინაში ომის დასასრულებლად, რომელიც პუტინის ბარბაროსული შეჭრით დაიწყო.

რაც შეეხება პუტინის რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას, მაქვს ორპარტიული კანონპროექტი თითქმის 60 თანასპონსორით, რომლითაც რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირის, ურანის ან სხვა საქონლის შემსყიდველ ქვეყნებს მეორადი სანქციები დაუწესდებოდათ.

სენატი მზად არის, ამ მიმართულებით იმოქმედოს და ასეც გააკეთებს, თუ რუსეთი ღირსეულ, სამართლიან და მდგრად მშვიდობაზე არ დათანხმდება.

X-ზე წერს ამერიკელი სენატორი ლინდსი გრემი დონალდ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტის შესახებ, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მიზნით რუსეთზე ზეწოლის მოხდენის საშუალებად “მეორადი სანქციები” და “საბანკო გზები” დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share