ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია, ჯერ კიდევ 2019 წლის 3 სექტემბრს წერდა , გახარიას ღარიბაშვილით ჩანაცვლებაზე და ამას იმ მიზეზებსაც ხსნიდა, რატომ შეიძლება ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გადაათამაშოს სკამები:
“როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ინიშნება რიგით მინისტრად, ეს ნიშნავს იმას, რომ მმართველ პარტიას სერიოზული კრიზისი აქვს ადამიანური რესურსების, იმიჯის, ხედვის, სტრატეგიის, მენეჯმენტის და ა. შ.
თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი ამბობდა ირაკლი ღარიბაშვილზე, უფრო ნაკლებ მოხელედ რატომ უნდა დაბრუნდესო, დღეს კი შეიძლება ითქვას, ჩამოქვეითებულ რანგში დააბრუნა.
თუნდაც კვლავ პრემიერად დააბრუნეს წინასაარჩევნოდ, და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ წინასაარჩევნოდ გახარია გადადგეს და კვლავ ღარიბაშვილი გაპრემიერდეს, ამის მიუხედავად, ჩანს, რომ ივანიშვილი სერიოზულ კრიზისშია და მისი ადამიანური რესურსების არეალი მეტისმეტად შევიწროებულია.
ამ კრიზისს კი ივანიშვილი საკუთარ თავს და საკუთარ არასწორ ხედვებს უნდა აბრალებდეს. ივანიშვილი, სამწუხაროდ, ეძებს მხოლოდ ერთგვარ დუბლიორებს და პიროვნულად შეუმდგარ ადამიანებს, მას ეშინია გონიერი, თვითმყოფადი ადამიანების, არც დაუშვებს რომელიმე მოხელის წარმატებულობას, ივანიშვილის სტრატეგიაა თავისზე უფრო დაბალი იმიჯის მქონეები ჰყავდეს გვერდით, რომ თავი მშვიდად იგრძნოს, რადგანაც იცის რომ “ქართული ოცნების” ნებისმიერი პაიკი აუცილებლად დაუპირისპირდება მას, თუ შესაძლებლობა ჩაუვარდა, ასეთია მონის ბუნება მფლობელის წინააღმდეგ.
სწორედ ამ სტრატეგიით უთხრის საკუთარ თავს ძირს ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ არის საშიში სახელმწიფოსათვის. საკუთარ თავთან ბრძოლაში მისი ბრძოლის ველი ჩვენ გავხდით. ეს არის რთული, ძალიან რთული ფსიქოტიპი, რომელიც ისე გახდა საშიში მმართველი ძალაუფალი, რომ თვითონაც არ იცის და მითუფრო რომ საკუთარი თავისთვისაც კი გახდა საშიში, არათუ მხოლოდ ჩვენთვის. ყველაზე საშიში ხომ არაცნობიერი მოძალადეა.”