ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევაზე სანქცია მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.
კერძოდ, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 20 ლარით. განმეორების შემთხვევაში სანქცია იქნება უკვე – 1 000 ლარი.
ამასთან, გადაწყვეტილების თანახმად, პირბადის გარეშე საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროთი და ტაქსით გადაადგილების განმეორებით შემთხვევაზე ჯარიმა 40 ლარი იქნება