იურისტი კახა ჩავლეშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ინიციატივით ირაკლი კობახიძისთვის პარლამენტის თავისუფლების ორდენის მინიჭებას ეხმაურება და განმარტავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება პირს კონკრეტული ჯილდო გადაეცეს:
“თავისუფლების და დემოკრატიის საკანონმდებლობის განმარტება ვერსად ვერ ვნახე, მაგრამ ვნახე პარლამენტის ის გადაწყვეტილება, რომლითაც თავისუფლების საპარლამენტო ორდენის მინიჭება ხდება. შესაბამისად ამ წესისა და ორდენით დაჯილდოვებულის ურთიერთ შედარებით დავადგინე, რომ თურმე არც თავისუფლების და არც დემოკრატიის არაფერი არ გამეგება, რავიცი და ეგება თვქვენ გაუგოთ რამე მთელ ამ ამბავს. ახლა კი რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის გამორჩეული ადამიანი, ვისაც ეს ორდენი შეიძლება მიენიჭოს – ,,თავისუფლების საპარლამენტო ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხოელს პარლამენტარიზმის, ქვეყნის, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობასა და ადამიანის უფლებების დაცვაში, საქართველოს პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის“ (მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). მე-3 მუხლის პირველი ნაწილი კიდევ უფრო ამკაცრებს კრიტერიუმებს – ,,თავისუფლების საპარლამენტო ორდენით/პარლამენტის მედლით პირი ჯილდოვდება მხოლოდ თვალსაჩინო წვლილისათვის/განსაკუთრებული წვლილისათვის.,, ასევე ორდენოსანს უფლება აქვს ატაროს ორდენი მხოლოდ დადგენილი წესის დაცვით – „პირი თავისუფლების საპარლამენტო ორდენის სამკერდე ნიშანს/პარლამენტის მედალს ატარებს მკერდზე, მარცხენა მხარეს.“ და კიდევ ორდენოსანს ეკუთვნის ფულადი ჯილდო, რომლის გადაცემის წესი ზედმიწევნითაა დადგენილი”-წერს ჩავლეშვილი.