“გული მაქვს დამძიმებული, ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს, სისხლისღვრა დატრიალდება. აუცილებლად გაისვრის ღარიბაშვილი. ეკონომიკა განადგურებულია, სამუშაო ადგილები არ არის, ხალხი ყოვედღე ღარიბდება, ეს კიდევ იძახის, წესრიგს აღვადგენო. ჩვენ ხომ ვიცით, რაც არის ამათი წესრიგი. იმედია, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ხმას ამოიღებენ. აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები. თუ ბიძინას ქონებას საფრთხე არ დაემუქრება, არა მგონია, გაჩერდეს, რუსულ დიქტატურას დაამყარებს. ცხადია, რომ გახარია რაღაც დიდ საშინელებას გაერიდა. მშიშარა, დამფრთხალი ხელისუფალი ძალიან საშიშია, ვინაიდან, ყველაფერზეა წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად”-აცხადებს მხატვარი გია ბუღაძე “კვირის პალიტრასთან”.