“გვიხარია, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება შეჩერდა, მსგავსი ტიპის პოლიტიკური დევნა აღარასდროს უნდა მოხდეს” – ამ სათაურით, სენატორები ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ერთობლივ წერილს აქვეყნებენ.
_________________________
“ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენებით. ამ ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ სასამართლოს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა ქართველ მაღალჩინოსნებთან. მიუხედავად იმისა, რომ მოხარულები ვართ, რადგან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას, დაპატიმრება შეჩერდა, მსგავსი ტიპის პოლიტიკური დევნა და დაკავება აღარასდროს უნდა მოხდეს. პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდად დასრულდება”.