ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია საქართველოში ბოლო დღეებში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს:
“…ეს უკანასკნელი ორი-სამი დღეა ოდნავ მბჟუტავი იმედის ნაპერწკალი ისევ ამენთო. ვუყურებ, რა ხდება საქართველოში და ვფიქრობ, ეგებ მართლაც ამჯერად ხალხი დაირაზმოს, გაერთიანდეს და ეს გარეწრებისა და ქურდების მთავრობა აიძულოს დათნხმდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.
სულ, სულ, სულ გულწრფელად რომ ვთქვა, ვისურვებდი, არჩევნებამდმე კუდამოძუებული გააგდონ ეს გახრწნილ-გათახსირებული, ერთი მახინჯი ფულის ტომრის მონები. მაგრამ ამის თქმის უფლება არა მაქვს და ძალიან ვაშავებ, ამას რომ ვწერ. მათადმი სიძულვილისგან და უკვე მრავალჯერ იმედგაცრუებისგან ისე ვარ გამწარებული, რომ აი, თავი ვერ შევიკავე.
მიხარია, რომ ვხედავ ადამიანებს, ახალგაზრდებს, შუახნისგაზრდებს თუ ძველგაზრდებს ერთად ქუჩაში. არ ეპუებიან არც პოლიციას, არც ხელისუფლების მუქარას, არც სიცივეს. მინდა ყველას გამარჯვება და მხნეობა ვუსურვო, ყველასადმი ჩემი პატივისცემა და მადლობა გამოვხატო, თუმცა ვიცი, რომ სიტყვებით ვერავის ვერაფერს შევაწევ. მაგრამ სხვა არაფერი დამრჩენია. ძალიან მინდა, და იმედი მაქვს, მალე მეც მანდ ვიქნები. ეგებ ამჯერად მაინც მოხდეს სასწაული და გამარჯვება ვიზეიმოთ გაზაფხულის მოსვლასთან ერთად.”