ლანჩხუთის მერის თანამშრომლები, 48 საათიანი ტესტირების რეჟიმზე გადავიდნენ გუშინ საღამოს ლანჩხუთის მერს ალექსანდრე სარიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. დღეს დილიდან დაიწყო კონტაქტების მოძიება.
გამომდინარე იქიდან რომ მერი წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობს, მას კონტაქტების ფართო წრე აქვს, ხოლო შტაბში ძირითადად 15 თანამშრომელი მუშაობს. იქიდან გამომდინარე რომ არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და შეუძლებელია შტაბის ყველა წევრის თვითიზოლაციაში გადასვლა, თხუთმეტივე თანამშრომელი 48 საათიანი ტესტირების რეჟიმზე გადავიდა.
ეს ინფორმაცია „გურიის მოამბეს” ლანჩხუთის საზოგადოების ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო მენაღარიშვილმა მიაწოდა.
„ბატონი ალექსანდრე ხელმძღვანელობს წინასაარჩევნო შტაბს, სადაც 15 თანამშრომელი მუშაობს, გამომდინარე იქიდან რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, შეუძლებელია მათი საქმინობის შეჩერება, ან ონლაინ რეჟიმში გაგრძელება. ამიტომ ისინი გადავიდნენ 48 საათიანი ტესტირების რეჟიმზე და შტაბში აგრძელებენ მუშაობას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. რაც შეეხება მერის თანამშრომლებს, მისი სამი მოადგილიდან, ერთი გადასულია თვითიზოლაციაში, ხოლო დანარჩენი ორი კი 48 საათიანი ტესტირების რეჟიმით მუშაობს. დამუშავებულია სანიტარულად მერიის შენობა უკვე და მერიის სხვა თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. მოკვლეულია მერის ახლო გარენოცვის კონტაქტები, 20-მდე ადამიანი, მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.“- გვითხრა მენაღარიშვილმა.
შეგახსენებთ გუშინ ლანჩხუთის მერს კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოლო 24 საათის გამნავლობაში კი გურიაში კორონავირუსის 31 შემთხვევაა დადასტურებული