“მიმაჩნია, რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს”

ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რომ ის რეგულაციების შემსუბუქების მომხრეა.

“დღეს ჩემი კომენატრი რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით არასწორი ფორმით იქნა აღქმული.

ყოვლთვის როგორც საჯარო, ისე დახურულ შეხვედრებზე ვახმოვანებ აუცილებლობას რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მათ შორის, აქტიურად ვითხოვდი ტრანსპორტის და სკოლების უფრო ადრე გახსნას ვიდრე ეს რეალურად მოხდა.
ახლაც, მიმაჩნია რომ შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები შეიძლება შემსუბუქდეს, რადგან არ წარმოადგენს განსაკუთრებულ რისკებს.
ასევე, ეკონომიკის მინისტრს ვთხოვე ზამთრის კურორტების გახსნა, თუნდაც თავდაპირველად სასტუმროების ნაწილში.- წერს წილოსანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share