“ჰოდა, ბიძინას მესამე ვადაც დაიწყო.. ამჟამად ” უპარტიო” ბიძინასი”

“მესამე ვადით საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილაო.  ეს კლიშე დამკვიდრებულია კარგა ხანია”,- წერს “რესპუბლიკური” პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსლეში:
“მესამე ვადით საქართველოში არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილაო.
ეს კლიშე დამკვიდრებულია კარგა ხანია.
სიმართლეც კია…თითქმის( ჩვენი პოლიტიკის მთავარი მახასიათებელი არის სწორედ მიდგომა – ” თითქმის” ).
მოდი, მაინც დავაზუსტოთ.
არც ერთი სახელისუფლებო( არსებითად, სახელმწიფო) პარტია მესამე ვადით ქვეყანას ნამდვილად არ მართავდა – არც შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირი, არც სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა…არც მხოლოდ ივანიშვილის ქართული ოცნება( კოალიციის გარეშე).
არც პრეზიდენტი სააკაშვილი მართავდა მესამე ვადით ქვეყანას.
პრეზიდენტი შევარდნაძე მესამე ვადით არ ყოფილა.
მაგრამ ედუარდ შევარდნაძე კი იყო მესამე ვადით ხელისუფალი ნამდვილად.
1992 წ. ოქტომბერში ის აირჩიეს ამომრჩევლებმა პირდაპირ პარლამენტის თავმჯდომარედ( პარლამენტისგან დამოუკიდებლად…იყო ასეთი ქართული უცნაურობა).
პარლამენტში ის სახელმწიფო მეთაურად აირჩიეს და ქვეყანას პირველი ვადით( 1992- 1995 წწ) მართავდა პარლამენტის თავმჯდომარე- სახელმწიფო მეთაურის სტატუსით. იყო როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელი. ხელისუფლება იყო ჭრელი( პროტოკოალიციური), პარლამენტი უამრავი საშუალო და მომცრო პარტიით. შევარდნაძეს უხდებოდა ძალაუფლების და პოლიტიკის ცენტრებს შორის ლავირება. მოიგო.
კონსტიტუციის მიღების შემდეგ ის პრეზიდენტის სტატუსით(1995-2000) აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იყო. მისი პარტიის- მოქკავშირის დიდი უმრავლესობა იყო პარლამენტში.
2000 წ. მომდევნო, 5 წლიანი საპრეზიდენტო ვადით ედუარდ შევარდნაძემ გაიფორმა მორიგი პრეზიდენტობა, თუმცა, აშკარაა, რომ არჩევნებში გაცილებით ნაკლები ადამიანი მონაწილეობდა, ვიდრე კონსტიტუციით იყო განსაზღვრული ( ამომრჩეველთა ნახევარი) და რეალურად არშემდგარი არჩევნებით მიიტაცა ხელისუფლება. ამაში მას ეხმარებოდა მისი მოქკავშირი( რეფორმატორ/ რეტროგრადებიანა) და მისივე ხელისუფლების ყველა შტო.
აი, ის მესამე ვადა ვერ დაამთავრა ნამდვილად, 2003 წ. 23 ნოემბერს გადადგა.
ვერც აბაშიძემ დაამთავრა მისი ” მესამე ვადა” აჭარის პრეზიდენტის კარიკატურული სტატუსით.
ჰოდა, ბიძინას მესამე ვადაც დაიწყო.. ამჟამად ” უპარტიო” ბიძინასი.
ვერც ის დაამთავრებს. საკითხავი მხოლოდ ესაა – აბაშიძის ხვედრს გაიზიარებს თუ შევარდნაძისას, ქვეყანაში დარჩენის უფლებას მოივაჭრებს თუ ვერა….”- წერს ბერძენიშვილი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share