“პატივცემულო ოპოზიციის ლიდერებო!”-წერს ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში: “პატივცემულო ოპოზიციის ლიდერებო!
მე საქართველოს მოქალაქეს, რომელიც პოლიტიკური პროცესებს ვიაზრებ ჩემი ინტელექტუალური და ემოციური შესაძლებლობის ფარგლებში, მაქვს კითხვაც და რჩევაც, პირველ რიგში თქვენს მიმართ.
მისასალმებელია განცხადება ახალი ეროვნული მოძრაობის შესახებ, მაგრამ აქვე ისმის ლეგიტიმური კითხვა: რა არის მაკონსოლიდირებელი იდეა?
შეგახსენებთ, ეროვნული მოძრაობისთვის ეს იდეა იყო – დამოუკიდებლობა. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ხედავდა ხილულ გამოწვევებს საბჭოთა კავშირის და მასთან დაკავშირებული სიმახინჯის სახით (არ განვავრცობ – ყველასთვის ნათელია რაზეც ვსაუბრობ). დღეს? ახლა რა არის იდეა, რომლის გარშემო უნდა გააერთიანოთ ხალხი – ეს უნდა აუხსნათ მომხეეებსაც, მოწინააღმდეგეებსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც.
ჩემთვის ეს იდეა არის თავისუფლება და ქართული სახელმწიფო. თუმცა აქვე მესმის, რომ საკმაოდ ბევრი ჩვენი თანამოქალაქისთვის ეს საკმაოდ ამორფული იდეეები გახლავთ. სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ მივაყენეთ ამ იდეებს დიდი ზიანი, ხოლო ჰიბრიდული ომის პირობებში ადამიანის უმთავრესი ღირებულება – თავისუფლება, რომელიც მოიცავს მის უფლებებს, განათლებას, სიცოცხლის უფლებას, საკუთრების უფლებას, ადამიანის მიმართ სამართლიან დამოკიდებულებას, თანაბარუფლებიან შანსს ყველაფერში, სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, რელიგიურ არჩევანს, დემოკრატიულ გარემოს და ა.შ. დააკნინეს ნარატივით, რომ თავისუფლებასა და გარყვნილებას შორის ზღვარია წაშლილი (აქაც არ წავალ სიღმეებში, ეს მავანთა დასაწმუნებელი ფეიკიც ყველასათვის ცნობილია და ისიც ცნობილია, რომ არც თუ ურიგოდ იმუშავეს თავისუფლების იდეის მოწინააღმდეგეებმა ამ მიმართულებით).
რაც შეეხება სახელმწიფოს იდეას, რომელიც ადამიანის თავისუფლების გარანტი გახლავთ, აქაც სამართლის – კანონის, პოლიტიკური მიზანშეწინილობის მომიზეზებით დავსვარეთ და დავამახინჯეთ ყველაფერი და ეს იდეაც თუ არ შევრყვენით, საკმაოდ გავატალახიანეთ.
ხელისუფლების ცვლილება – რაც არ უნდა მახინჯი და ტირანი იყოს ის, იდეა ვერ იქნება – რადგან ლეგიტიმურია კითხვა: რითი იქნება ახალი უკეთესი, განა ყველა უკეთესობას არ გვპირდება და სულ მოტყუებულები არ ვართ?
ასევე ვერ იქნება, უფრო სწორად ვერ გახდება იდეა – “ლიდერი მელიას გადასარჩენად”. განა იმიტომ რომ ნიკა ამას არ იმსახურებს, იმიტომ რომ “ჩვენ” ისეთი ლიდერები “გვჭირდება” რომელთაგან სარგებელს “ვნახავთ”. ლამის 99 %_ით არჩეული “უსარგებლო” გამსახურდია მოვკალით, “უსარგებლო” შევარდნაძე დავამხეთ, “უსარგებლო” სააკაშვილი დევნილია, “უსარგებლო” მარგველაშვილს თანაგუნდელები სალამს უძვირებენ… ბიძინა კი ჯერ მაინც სარგებლიანია “ირაკლების” მეშვეობით…
მელიასგან კი ჯერ მატერილური სარგებლის პერსპექტივას ვერ “ვხედავთ” და რატომ აქცევს მას იდეად ხახვს და კარტოფილს დახარბებული ქართველი ამომრჩეველი, ან 15 ათასამდე ოპოზიციის მხარდამჭერი დამკვირვებელი, წარმომადგენელი თუ კომისიის წევრი, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე ლიდერები გასწირეს და ოქმებზე საკუთარი ფაქსიმელიები დასვეს…
ბატონი ღარიბაშვილის წარდგენა პრემიერად მისი და მისი მხარდამჭერების მიერ სამშობლოს იდეის მიტაცებაცაა. ამასაც მოკლედ ავხსნი – ახლა უკვე მეუფე იაკობს არ სჭირდება მესამე ძალა იმ მუქარის აღსასრულებლად რაც ოპოზიციის მიმართ გააჟღერა რამოდენიმე დღის წინ. იგი და ეკლესიაც ახლა ღარიბაშვილისთვის შეებმებიან უღელში… რა თქმა უნდა, დროებით, ვიდრე მსუყე სარგებელი არ მოაკლდებათ და ყოველ 17 მაისს ხელისუფლების მხარდაჭერით ექნებათ მუსკულების დემონსტრირების საშუალება. “გარეჯი
საქართველოა!” – ესეც გვახსოვს ხო? უფრო მეტი ამ მხრივ თქვენც კარგად იცით. ანუ ეს თემაც – იდეაც დაზიანებულია.
მოკლედ, დრო ცოტაა, საფიქრალი ბევრი, შედეგი კი აუცილებელი, თუნდაც იმისთვის, რომ ახლა ეროვნული მოძრაობის იდეაც არ დაზიანდეს.
(ღარიბაშვილის აპოლოგეტები ნუ შემომიხტებით. პიროვნულად ირაკლი კობახიძეს კი არა, ძუკუ გითოლენდიას უფრო ავიტანდი პრემიერად ვიდრე ყალბ პატრიოტს).-წერს მირცხულავა.