“წმინდა ბიძინის გარეშე ქოცცაზე რომ მზე არ სუფევს დაგვავიწყდათ?”

ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქეყნებს:

– გახარიას ფოტოების ლაიქები რომ მთავარი თემაა, ეს ნიშნავს, რომ ქოცმეფის დიდი ვეზირი არსად წასულა და ყველა ვარაუდით,  უკან დაგვიბრუნდება.

ივანიშვილის დიადი აუსრულებელი ოცნება, რომელსაც არ მალავდა,  ოპოზიციური  პარტიის შექმნა იყო. ვითომწასვლის წინაც არ დაგვიმალა ამაზე. მაშინაც დავწერე, ეს ისე ფხაკურობს, ახალ პარტიას შექმნის და შეეცდება ეს წელამკვდარი ,,ქართული ოცნება” ჩაანაცვლოს თქო…

ჰოდა ახლა გახარია გამარჯვებული წავიდა,  მომგებიანი,  მშვიდობისმოყვარე, ისეთი  მომხიბვლელი მიზეზით, ლამის  ოპოზიციასაც გული აგვიჩუყა.   მით უმეტეს ,,აჭრილი”, სიძულვილით და აგრესიით სავსე, არაადექვატური ღარიბაშვილის მეორედმოსვლის ფონზე… წავიდა და ივანიშვილის უახლოესი წრიდან მაია ცქიტიშვილიც თან გაიყოლა. მალე სხვებიც გაყვებიან _ უფრო გაწონასწორებული, მოდასავლეთო სახეები. წმინდა ბიძინ_ მოხერხებული ფულს იქითაც გადატყორცნის და  ახალ პარტია გააკეთებს. ,,ოცნების” ბევრი მხარდამჭერი ახლაც წერს და ამბობს, თუ პარტიას გააკეთებს, შევუერთდებითო.

,,ოცნებაზე” გულაცრუებულები ორად გაიყოფიან : 2012-იანელებად, რომლებსაც ღარიბაშვილის მეორედ მოსვლამ ახალი სული და მოწინააღმდეგეების მოშთობის  ახალი სული  შთაბერა და ოპოზიციონერი_ გაწონასწორებული, მოდასავლეთე გახარიას  მიმდევრებად.

ქოცგუნდში შიდა პოლიტიკურ  დაპირისპირებაზე ხმებიც მოგონილია ( პიროვნული სიძულვილი მეასხეარისხოვანია), სწორედ გახარიას სამომავლო ოპოზიციონერების გამამყარებლად, რაც დროში  იმის მიხედვით მოხდება, არჩევნები როდის დაინიშნება.

ჩემი დაზუატებული ინფორმაციით, ოლიგარქს ეს გეგმა ჰქონდა, მაგრამ მოგვიანებით ფიქრობდა განხორციელებას, მაგრამ არსებულმა მოვლენებმა დააჩქარებინა.

ისე, რომ წმინდა ბიძინ წასულ-დარჩენილს მალე ორი პარტია ეყოლება. შეეცდება ხელისუფლებაშიც თავად იყოს და ოპოზიციაშიც მთავარი არია მისი იყოს და ასე იყოს მუდამ, 2030 – მდე მაინც ( გეგმების შეცვლას ვერ იტანს, კრუნჩხვაში ვარდება).   სხვანაირად ის და მისი

გაღორებული კარი ნაშოვნს ვერ შეინარჩუნებენ.

პ.ს. ქოცცაზე რომ წმინდა ბიძინის გარეშე მზე არ სუფევს,  დაგვავიწყდა, თუ მისი პოლიტიკიდან წასვლა დავიჯერეთ?!

ისე, რომ სანახაობები ახლა იწყება. ბატი- ბუტი მოიმარაგეთ.”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share