ჩოხატაურში ბაღებში სწავლა შეწყდა _ გაერთიანების ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ჩოხატაურის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, ნინო ბარამიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას თავად ბარამიძსმ დაადასტურა. მისი თქმით, ინფიცირების სავარაუდო წყარო გამარჯვებულ ქალთა კლუბის ერთ_ერთი წევრია, რომელიც გასულ კვირას ჩოხატაურში იმყოფებოდა და რომელსაც 3 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურა. ბარამიძის ინფიცირების გამო, დროევით სასწაცლო პროცესი ჩოხატურის ყველა საბავშვო ბაღში შეწყვეტილია და ამ დროისთვის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: