“ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი”

 ქართული ოცნების გენერალურმა მდივანი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას ეხმიანება: “მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნის და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია  ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას”. –კალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share