აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა გრეგორი მიკსმა და კომიტეტის რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, მაიკლ მაკკოლმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
“თბილისში პოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია ქმნის იმ დემოკრატიული პროგრესის შემცირების რისკებს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა ამდენი იბრძოლა და რთულად მისაღწევია. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს და ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში მელიას საქმის მშვიდობიანად გადასაწყვეტად. ძლიერი და მოქნილი დემოკრატია, რომელიც პატივს სცემს კანონის უზენაესობას და მრავალპარტიულ სისტემას, კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რეგიონული სტაბილურობისთვის”. – განაცხადეს გრეგორი მიკსმა და მაიკლ მაკკოლმა.