ექსპერტი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ღარიბაშვილს თუ უნდა მცირედად მოაბრუნოს ოცნების ამომრჩევლები და შეამციროს მისდამი ნეგატივი, უნდა მოიქცეს შემდეგნაირად:
1. “ქართული ოცნების” თავმჯდომარედაც დაბრუნდეს, კობახიძე დატოვოს ან უბრალო დეპუტატად ან გადაიყვანოსცსადმე საშუალო აღმასრულებლად და თანმიმდევრულად ჩამოიშოროს.
2. “ქართული ოცნების” პოლიტ საბჭო გადაახალისოს, გაუშვას მაღლაფერიძეც, კობახიძის ფლანგიც.
3. ჩამოაცილოს “ქართულ ოცნებას” თალაკვაძე-მდინარაძის ნაწილიც პარლამენტის თავმჯდომარისა და ფრაქციის ხელმძღვანელობიდან (კობახიძის კლანი).
4. გააპასიუროს მელიას სამართალდევნის საკითხი.
5. მოხსნას შეზღუდვები.
6. უზრუნველჰყოს ვაქცინების ნაწილის შემოტანა მაინც.
7. არ დაიწყოს ნეგატიური პროპაგანდისტული კამპანია გახარიას წინააღმდეგ.
8. უზრუნველჰყოს ცესკოს ხელმძღვანელის – თამარ ჟვანიას წასვლა თანამდებობიდან.
9. დაიწყოს მუშაობა და მოლაპარაკების პროცესი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.
10. უზრუნველჰყოს მმართველი პარტიების საჯარო პასუხისმგებლობა და დააბრუნოს კრიტიკულ მედიასაშუალებებში მათი თანამონაწილეობა.
ეს 10 ნაბიჯი მას მისცემს საშუალებას საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტში პოზიტიური ეფექტი შექმნას და გაიმყაროს პოზიციები იმ ნაბიჯების გადადგმიტ, რაც უკიდურესად საჭირო და საჩქაროა”.-წერს გამზარდია.