ლაშა ბექაურმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს სახელით ექვსი ძიუდოისტი თელ-ავივში გრანდ სლემზე გამოვიდა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ექვსივე მათგანი ფინალში ჭიდაობს. 90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური თელ-ავივის გრან სლემის გამარჯვებული გახდა და ოქროს მედალი მიიღო.

ამავე წონაში მესამე ადგილის მფლობელი ბექა ღვინიაშვილი გახდა. ახალგაზრდა სპორტსმენმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.

100 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის ერთმანეთს ქართველები – ონისე დანებლიძე და ილია სულამანიძე დაუპირისპირდებიან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share