გახარიამ  გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა – სუბარი

გიორგი გახარიამ ერთ დღეში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა “ტვ იმედზე” განაცხადა.

მისი თქმით, კრიზისულ პერიოდში წასვლა დამაზიანებელი და შეუწყნარებელია.

„ამ პერიოდში წასვლა, ამ ფორმით იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც. ამას სახელს ვერ ვარქმევ. ასეთი რამის გაკეთება გუნდის წევრისგან და ლიდერისგან არ შეიძლება. ასე არ უნდა მოიქცეს ადამიანი. რაც შეეხება როგორც პრემიერს, არჩევნები ახალი ჩავლილია, მე ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი სამგორში და ყველგან, სადაც მივდიოდი, მხვდებოდა ის, რომ გიორგი გახარიას მიმართ ნდობა არსებობდა და ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩემს საარჩევნო კამპანიაზე. უბრალოდ, მას შეეძლო, ეს ნდობა გამოეყენებინა ქვეყნისთვის სასარგებლოდ, თუმცა მგონია, რომ ერთ დღეში, წამში გაფლანგა და წყალს გაატანა მის მიმართ ნდობა. არ ვიცი, რამდენად ღირდა, ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა მას ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება“, – განაცხადა სოზარ სუბარი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share