საქართველოს ძიუდოისტმა ნაკრებმა გრან სლემების ისტორიაში ნაკრებისთვის რეკორდული, 8 მედალი მოიპოვა. ინფორმაციას ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს.
მათი განცხადებით, თელ-ავივის გრან სლემზე ვაჟთა შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოვიპოვეთ და გუნდური პირველი ადგილი დავიკავეთ. ასევე, ქართული ქალთა ძიუდოს ისტორიაში გრან სლემზე პირველი მედალი მოვიპოვეთ.
შედეგები ასეთია:
- გელა ზაალიშვილი გამარჯვებული გახდა;
- ლაშა ბექაური გამარჯვებული გახდა;
- თემურ ნოზაძე ვერცხლის მედალოსანი გახდა;
- გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
- ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
- ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
- ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;
- ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.