შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს განჩინება აღსრულებას როდის დაექვემდებარება შეზღუდული არ არის.
„ვადები ასე ოფიციალურად გადაიდო, გადმოიდო არ არსებობს თემა. განჩინება სასამართლოსი, რომელიც დაეკისრა შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღსრულება მისი, ამას ჩვენ დღეს ავასრულებთ, ხვალ, 1 თვის შემდეგ, თუ 3 დღეში, შეზღუდული არ არის. ამას ახლა ვერ გეტყვით გადაიდო 1 დღით, 2 დღით, თუ 5 დღით”, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მომდევნო დღეს კი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და განაცხადა, რომ გუნდთან ნიკა მელიას საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო თანამდებობა დატოვა.