“მადლიერება სასწაულებს ახდენს”

“ადამიანმა ერთი ჭიქა წყალი რომ მოგაწოდოს, ის კი არ უნდა უთხრა, ცოტაა მეტი მინდაო, არამედ, ნახევარიც რომ ყოფილიყო, მაინც ვიკმარებდიო.
მადლიერება სასწაულებს ახხენს.
გულში რომ მადლიერი ხარ, შენთვის იმას რომ იტყვი, ესეც ზედმეტია რაც მაქვს, ამის ღირსიც არ ვარ, ღმერთი მოწყალებას დაუშვებს და იმდენს შეგაძლებინებს, შენს თავთან ერთად სხვასაც რომ გამოადგე, მაგრამ თუ პირიქით ფიქრობ, იმაზე მეტი გეკუთვნის, ვიდრე მოგეცა, რაც გაქვს, ისიც აუცილებლად წაგერთმევა.
ნურასდროს გახედავ სხვას, რატომ აქვს შენზე მეტი და შენ რატომ გაჩნდი ასეთი ,,ბედის”?!
სასაცილოა… ბედი არ არსებობს… კითხვა, სხვას რატომ აქვს შენზე მეტი, უკვე შურის და დაპირისპირების საწინდარია…
პირიქით გაიხარე, როცა დაპურებულს დაინახავ… ის დადებითი მუხტი და სურვილები შენ გიბრუნდება…
იშრომე, რომ საკუთარი თავი უკეთესი გახდეს… დაძლიე შენი მანკიერი მხარებიი…
ნუ დაელოდები, ვინ დაგეხმარება… იმაზე მეტად იფიქრე, შენ რით შეგიძლია სხვა გაახარო!..
თუ მოინდომებ, აუცილებლად შეძლებ, აუცილებლად გამოგივა!..”
პეტრე კოლხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share