“განა არსებობს რამე ამაზე უფრო უცნაურად ადამიანური?!”

“წუხელ მესიზმრა ის დილა, რომლის მოყოლაც თქვენთვის გამომრჩა. ეს დილა უჩემოდაც იცით, თუ ასაკით ოცდაათის მაინც ხართ და დასავლეთ საქართველოში დაიბადეთ. დაიბადეთ და გახსოვთ ზამთრის შეთენება და წამოდგომის საზარელი დაზარება. ტანსაცმელი აწყვია თავთან, სკამზე. მაგრამ ტანსაცმელი ძალიან ცივია და ცოტა სისველე დაკრავს ან განცდა სისველის. ბებიაჩემი იღებს, თბილ ლოგინში იდებს, ათბობს და მაწვდის. განა არსებობს რამე ამაზე უფრო უცნაურად ადამიანური?! მგონი არაფერი. ვერაფერი”.

გიორგი კეკელიძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share