ღარიბაშვილის თქმით, ათწლიანი განვითარების “ახალ ამბიციურ” გეგმას შეიმუშავებს

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტი “ათწლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმის” შემუშავება იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და ფრაქცია ქართულ ოცნებას ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის საკუთარი ხედვა გააცნო.

“რაც შეეხება ჩემს ხედვას თუ როგორ მესახება ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო მთავარი პრიორიტეტები. პირველი, რასაც საჭიროებს ახლა აღნიშნული სიტუაცია — ქვეყანაში წესრიგის დამყარება და რიგი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობისთვის ვაქცინების შემოტანა და ათწლიანი განვითარების ახალი ამბიციური გეგმის შემუშავება, რომელსაც მე ვაპირებ ჩემს გუნდთან ერთად”, — განაცხადა მან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    "ქვეყნის ღალატი თუ ქვეყნის გადარჩენა?"ქვეყნის ღალატი თუ ქვეყნის გადარჩენა? ასეთი, რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ მიშელის დოკუმენტის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა მისამართით. ზოგი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციის ნაწილმა კოლეგებს და ქვეყანას უღალატა. მეტი მოთმინების შემთხვევაში მეტის მიღება შეიძლებოდა. მეორენი კი, იმათ ამუნათებენ, ვინც თანხმობაზე უარი თქვა და ამტკიცებენ, რომ სწორედ ბრიუსელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე დაუთანხმებლობა არის ქვეყნისა თუ…
    Tags: და, რომ, თუ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "სახელმწიფო არსებობს იმისთვის, რომ ცხოვრება სამოთხედ გვიქციოს და არა ჯოჯოხეთად"გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    ძალიან მძიმე სანახავი და მოსასმენია, როგორ ებრძვიან მამულს, ენასა და სარწმუნოებას – კობახიძეპარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში, წერს: „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“ – ამ სიტყვებით განმარტა გიორგი მერჩულემ ჯერ კიდევ X საუკუნეში ჩვენი ქვეყნის იდენტობა, რომელიც სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება. ცხრა საუკუნის შემდეგ, ილია ჭავჭავაძემ ეს იდენტობა კიდევ უფრო…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა