ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს – ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც, მისი თქმით, მარგინალური ძალები ხალხის დაყოფისა და დესტრუქციისთვის იყენებენ.
„საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებსა და მათ მიზნებს; იმას, თუ რისთვის სჭირდებათ მათ ჩვენი საზოგადოების დაყოფა და და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისა და არეულობისკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობის და მარცხის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლიათ, მიიპყრონ ყურადღება. სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალიზმი და დესტრუქციულობა პოლიტიკად საღდება ჩვენს დღევანდელ რეალობაში და ძალადობა – ლამის გმირობად. ვაღიაროთ: ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ, ზოგიერთ შემთხვევაში, სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.