საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პერიოდი ის უნიკალური გამონაკლისია, როცა ქვეყანაში არც ომი ყოფილა, არც დესტაბილიზაცია და არც რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართვლოს პარლამენტში, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა.
“არაერთხელ მითქვამს, კიდევ მინდა გავიმეორო და ყოველთვის გავიმეორებ — ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი, ეს 8 წლიანი პერიოდი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის, იყო ის უნიკალური გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაცია, არც რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეები არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება დაცვა და ამას ჩვენ მტკიცედ დავიცავთ”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.