პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, ნიკა მელიაზე საუბრისას, მას კრიმინალი უწოდა, “ნაციონალურ მოძრაობას” კი კრიმინალების თავშესაფარი.
“ის [ნიკა მელია] არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს კრიმინალი გამოაცხადეს ახლა პარტიის თავმჯდომარედ და გვეუბნებიან, რომ მძიმე დანაშაულისთვის – ვგულისხმობ პარლამენტზე შტურმს – თურმე არ უნდა შევეხოთ. რომელ ქვეყანაში გინახავთ, ასეთი ტიპის მძიმე დანაშაულებისთვის ადამიანებს იდულგენციებს აძლევდნენ? როდის ყოფილა, რომ პოლიტიკური პარტია გამხდარა ასეთი კრიმინალების თავშესაფარი?”, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.