დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობას ეხმიანება.
დეკანოზის თქმით, ემიგრანტებისთვის, რომელთაც სამშობლოში დაბრუნების იმედი აქვთ, მსგავსი ინიციატივები ხელისუფლების მხრიდან “უბრალოდ სამწუხაროა”
“მმართველობის მე-9 წელს, ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ მიწის, წყლის და მზის ქვეყნიდან, სოფლის მეურნეობის სეზონურ სამუშაოებზე უცხოეთში გაუშვას ხალხი. გვახსოვს, შევარდნაძის დროსაც მასე იყო, ფორთოხლის პლანტაციებში მუშაობდა თურქეთში და საბერძნეთში ჩვენი ხალხი. ისევ იქ ვართ. ძალიან სამწუხაროა ამის მოსმენა.
უცხოეთში მყოფებს თვითონაც სამშობლოში დაბრუნება და იქ შრომა და ცხოვრება უნდათ და არა კიდევ ათასების წამოსვლა ქვეყნიდან. იმედი ჰქონდა ბევრ ემიგრანტს დაბრუნების და ახლა ამის მოსმენა, უბრალოდ სამწუხაროა”, – წერს თამაზ ლომიძე.