სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი სახოკია, მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის სარეფორმო მიმართულების ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელს რეზო ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრაზე ის მთავარი საკითხები და მიღწეული შედეგები იქნა განხილული, რაც სააგენტოსა და საპილოტე მუნიციპალიტეტის თანამშრომლობით გაკეთდა; მათ შორისაა, მუნიციპალიტეტში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებებების კვლევის შედეგების განხილვა, რომელზე დაფუძნებითაც ახალგაზრდობის სტრატეგიის დოკუმენტი შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი საჯარო განხილვების ეტაპზეა, რის შემდეგაც ის უახლოეს თვეებში საკრებულოს დასამტკიცებლად წარედგინება. შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის შენობაში მცირე ახალგაზრდული სივრცის გახსნა იყო, რაც ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს; სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისთვის გაიხსნება სივრცე, რისთვისაც სააგენტომ პირველადი ტექნიკური რესურსი და ექსპერტული დახმარება გამოყო, რათა ახალგაზრდული სივრცეების კონფეფცია სწორად და მიზნობრივად დაიგეგმოს.