საფრანგეთი- საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს: “ციხის საკნისგან, ჰოსპიტალის პალატა იმით განსხვავდება, რომ აქ, არც სურვილი გაქვს და არც ძალა – გაქცევის.
პირველ შემთხვევაში, დიდი დრო გაქვს იფიქრო, აწონ-დაწონო ყველაფერი, განსაზღვრო და თავადვე გააკეთო ანალიზი იმისთვის, თუ როგორ გინდა ცხოვრების გაგრძელება…
მეორეს შემთხვევაში, შენს დროს და ცხოვრების გაგრძელებას, მხოლოდ სხვის მიერ კარგად ნაფიქრი და ზუსტად აწონილ-დაწონილი ანალიზის პასუხი განსაზღვრავს“.-წერს სულაშვილი.