ქართველი მომღერალი, ზურა დოიჯაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ისრაელში გარდაიცვალა, საქართველოში დღეს ჩამოასვენეს.
სოციალურ ქსელში ჩამოსვენების კადრებს პაატა ხაჩიძე აქვეყნებს.
მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე ავადმყოფობისა და ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, 14 თებერვალს გარდაიცვალა.
ის ბინის დაკარგვის გამო, საქართველოდან ოჯახთან ერთად ისრაელში ემიგრაციაში წავიდა. ბოლო თვეების განმავლობაში ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. მომღერალს ისრაელში მკურნალობდნენ.
გასული წლის დეკემბერში დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.