ნინა ავალიანს ოზურგეთში ყველა იცნობს, ის ტურისტული კომპანიის და ლიხაურში ერთ-ერთი სასტუმროს მფლობელია. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, უცხოელი ტურისტები, მას მაინც სტუმრობენ. გარდა ამისა, ნინას ყველა სოციალური ქსელში, თავისი “კოკერების ბანდით” იცნობს. დღეს ნინამ სამივე კოკერი, ლიხაურიდან ტურისთებთან ერთად ბახმაოში ვერტმფრენით წაიყვანა.
ნინა, არაჩვეულებრივი კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლებს, წლებია შვილებივით უვლის და ცივ ნიავს არ აკარბს.
“ამათ გარეშე წარმოუდგენელია ჩემი ცხოვრება, მე ყველაფერს ვიკლებ და ესენი ფაქტიურად ფუფუნებაში მყავს, საუკეთესო, საუცხოო და არაჩვეულებრივები არიან. ჩეხი ტურისტები მყავს სტუმრად და მათთან ერთად ბახმაროში გადავფრინდით, ძალიან გაოცებულები უყურებდნენ ვერტმფრენს, თუმცა მშვიდობით ჩავფრინდით.”- გვიყვება კოკერების პატრონი.
მსგავსი სტატიები
- 93
#გარდენიასისტორიები ფოტო: გიორგი მახარაძის გურიაში ნამდვილი ზამთარი თებერვალში იცოდა. დეკემბერში ერთი ჩამოთოვა, ჩამოთოვდა მაღალ საყორნიას, ბახმაროს, გომისმთას და ჩვენთან, ბარის სოფლებში გამოიდარებდა. მეორე ცდაზე, მაღალ მთებს დაამატებდა, ტოლების კალთებს ჩამოათეთრება და ისევ გამოიდარებდა. მესამე გზობა მთლად მოგვიახლოვდებოდა და აგერ უკანავს, მთისპირის, ვანიქედის, მეწიეთის და ჭაჭიეთის თავამდე მოვიდოდა სითეთრე. აშიშხათდებოდა, "გათბა…
- 93
ფოტო: #ზაქარიაჭელიძე "2 თებერვლის ღამეს ბავშვობაში ძლიან ველოდებოდით. ეს ღამე განსაკუთრებული ღამეა გურიაში, გურულები ლამპარს ანთებენ და ამ რიტუალს ლამპრობას ვეძახით. ბაბუა დილიდან ჩაალბობდა ნავთიან გობში საგანგებოდ ამ დღისთვის გადანახულ, მსხვილ ნაგულებს, აკაციის გრძელ ღჯას კანს გააცლიდა და ნავთით გაჟღენთილ ნაგულებს თავბოლოშექცევით , მჭიდროდ, რამდენიმე წყებად მიამაგრებდა სარზე. ძალიან ველოდით დაბნელებას, და თუ…
- 92
"ცხადმა იმდენი ქვა მესროლა - ძილი გამიტყდა - გატეხილი ძილის წვრილი ნაპრალებიდან, ლოგინზე ფრთხილად დაიღვარნენ ჭრელი სიზმრები. ერთი სიზმარი იქ დაგუბდა, სადაც თავში შენზე ფიქრის კედელი იდგა - კედელმა ტანი მიუშვირა, არ გამოუშვა. და იმ სიზმრით დამესიზმრა, რომ მე ღმერთი ვარ. რომ ღმერთი ვარ და რახან ღმერთი, გადმოვჯექი ჩემი დაღლილი…
- 92
31 წლის ია თავდიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გურიანთაში ცხოვრობს. მას მეუღლე და სამი შვილი ყავს. კერვა სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო. ოზურგეთში ატელიე გახსნა და ბავშვების ხაზით კერვა დაიწყო, მისი ბიზნესი, მალევე ძალიან წარმატებულ საქმიანობად იქცა. – როდის დაინტერესდით კერვით და რატომ? – 18 წლის გავთხოვდი, სამი…