“ჩვენს პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანებამდე აღწევს. აქამდე სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობდით და გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი ვართ, სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, რომ შევქმნათ თანამედროვე აგრო რეგიონი და ამ რთულ პოსტ პანდემიურ პერიოდშიც კი გამარჯვებული გამოვიდეთ სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვამტკიცებთ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, რომელიც ისევე ინტენსიურად გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, როგორც აქამდე, იმ პირობით, რომ უფრო მეტ ადამიანთან მივალთ რეგიონებში. მე ოთხი წლის განმავლობაში გურიის რეგიონს წარმოვადგენდი პარლამენტში, მსგავსად სხვა რეგიონებისა, აქაც არათანაბარია აგრარული სექტორის განვითარება. ჩვენი განახლებული პოლიტიკით ეს უთანასწორობა უნდა აღმოვფხვრათ. ჩვენი პროგრამები უნდა მოვარგოთ რეგიონებს თავისი სპეციფიკის მიხედვით, რეგიონების პოტენციალის შესწავლით და ამის შესაბამისი პოლიტიკის დაგეგმვა უნდა იყოს პრიორიტეტი მომავალში. ასევე ინდივიდუალურად უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ სექტორში მყოფი ადამიანების საჭიროებებზე და თანმიმდევრულად, დროულად გადავწყვიტოთ ისინი.
ჩვენს პოლიტიკას მაშინ აქვს აზრი, თუ ის ადამიანებამდე აღწევს. აქამდე სწორედ ამ პრინციპით ვმუშაობდით და გამორჩეულად, ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი ვართ, სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ და მიზნად დავისახოთ, რომ შევქმნათ თანამედროვე აგრო რეგიონი და ამ რთულ პოსტ პანდემიურ პერიოდშიც კი გამარჯვებული გამოვიდეთ სიღარიბის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.