პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობას მხარი დაუჭირა.

სხდომაზე რეგისტრაცია 94-მა დეპუტატმა გაიარა. ახალ მთავრობას მხარი პარლამენტის 89 წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

მანამდე, საკანონმდებლო ორგანომ მინისტრობის კანდიდატებს ორი დღის განმავლობაში, დაჩქარებული წესით მოუსმინა. გუშინ დეპუტატების წინაშე ექვსი კანდიდატი წარსდგა, მათ შორის, ძალოვანი უწყებების პირველი პირები. პროგრამის გასაცნობად კანდიდატებს 20-20 წუთი ჰქონდათ, შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი.

სამთავრობო გუნდში ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ჯუანშერ ბურჭულაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: