“ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!”

“ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!”- წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი:

“ოპოზიციის მიერ დაანონსებული 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია გადაიდო.
მე, რომელიც რადიკალური მოქმედებების და აქციების უპირობო მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, დღეს, მოცემულ გარემოებებში, ოპოზიციის ამ აქციის გადადება მგონია ერთადერთი სწორი ნაბიჯი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით.
სანამ აქციის ჩატარების მომხრე თანამოაზრეები წამოიმართებით საწინააღმდეგოს სათქმელად, ძალიან გთხოვთ ყველას, ყურადღებით წაიკითხოთ სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ დადოთ კომენტარი.
მოცემულ გარემოებებში და შექმნილ ვითარებაში მე ვგულისხმობ ივანიშვილ–გახარიას გეგმას. დიახ – ივანიშვილ–გახარიას და არა კობახიძე–ღარიბაშვილის. ეს უკანასკნელნი ბუნებით ნაძირლობასთან ერთად სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებენ სწორედ ივანიშვილის, რომელიც არსად წასულა და გახარიას, რომელიც გადადგა იმიტომ რომ დაბრუნდეს ვერაგულ ჩანაფიქრში: ფსიქოპატების – კობახიძის და ღარიბაშვილის ტანდემი ფიზიკურად უნდა გაუსწორდეს ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს უახლოეს მომავალში, შემდეგ ძალის გადამეტებისთვის ვინმე, ვთქვათ შსს მინისტრი “დასაჯოს”, დაიჭიროს ნიკა მელია და არა მარტო ნიკა მელია სულ სხვა ფონზე (პროვოკაციები აქციის დროს) , დაიწყოს მასიური რეპრესიები ადამიანის უფლებების სრული იგნორირებით და ასე დისკრედიტირებულმა მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებამდე გახარიას რეიტინგის ზრდის ფონზე. კარგი იქნებოდა რომ ყველაფერზე წამსვლელი კობახიძე–ღარიბაშვილი აცნობიერებდეს თუ რა იქნება მათი ბოლო, მაგრამ სინდისის და ინტელექტის სრული დეფიციტის გამო მათ ეს არ შეუძლიათ. უნდა ჰქპნდეს თუ არა ამ ვიტარებაში ოპოზიციას დასავლეთის იმედი? მხოლოდ ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილში, რადგან ეს დასავლეთი დღეს ოპოზიციისგან მოითხოვს რომ გადადოს 25 თებერვლის აქცია მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით.
რა შეიძლება ასეთ ვითარებაში მოიმოქმედოს ოპოზიციამ?
1. არ გადადოს აქცია ანუ უგულებელყოს დასავლეთის რჩევა.
2. გადადოს აქცია და შეინარჩუნოს ძალების კონცენტრაცია ენმ–ს ოფისში.
განვიხილოთ ორივე ვარიანტი.
იმისათვის რომ ოპოზიციამ ჩაატაროს აქცია დაგეგმილ დროს და არ ამოყოს თავი იმ ხაფანგში, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მას სჭირდება ერთი – დასავლეთის უპირობო მხარდაჭერა, რაც აქციის ჩატარების შემთხვევაში ვერ იქნება, რადგან თვითონ ოპოზიცია ჩაითვლება გამომწვევ მიზეზად; მეორე – ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის, ისეთი დიდი, რომელიც გაანულებს ყველა საფრთხეს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ასეთი რაოდენობა, ვხვდებით ყველა რომ ბევრი ფაქტორის გამო 25 თებერვალს ვერ იქნება (სიცივე,პანდემია და ა.შ.). მაგრამ იმდენი კი იქნება რომ ხელისუფლებას პროვოკაციების მოწყობა არ გაუჭირდეს.
რას ვიღებთ შედეგად, ამაზე ზემოთ უკვე გითხარით – პოლიტპატიმრებს, რეპრესიებს და ა.შ. საბოლოოდ ღარიბაშვილი–კობახიძის სრულ დისკრედიტაციას მაგრამ გახარიას მზარდ რეიტინგთან ერთად. მგონი გასაგებია ხო?
რას გვაძლევს მეორე ვარიანტი: 25 თებერვლის აქციის გადადება და არაფრისმომცემ დიალოგზე დათანხმება?
ამ შემთხვევაში ხელისუფლება იძულებული ხდება ძველი, მისთვის ძალიან წამგებიანი სცენარით დააპატიმროს ნიკა მელია ენმ–ს ოფისში არა ახალ აქციაზე მოწყობილი პროვოკაციების ფონზე, არამედ ისევ და ისევ 20 ივნისის გამო და ეს უკვე ივანიშვილი–გახარიას გეგმებში არ შედის, რადგან დასავლეთი უპირობოდ დათმობაზე, კომპრომისზე და დიალოგზე წასული ოპოზიციის მხარეს დაიჭერს, რაც რიგგარეშე არჩევნებში არა ივანიშვილი–გახარიას, არამედ ოპოზიციის გამარჯვებას ნიშნავს.
ყველაზე მეტად ეს ვარიანტი არ აწყობთ ივანიშვილს და გახარიას და სწორედ ამიტომ მათი სასარგებლო იდიოტები ერთმანეთზე უფრო გამომწვევ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების ასაგდებად.
ეს არის ადამიანების ნერვებზე და ემოციებზე გათვლილი სუფთად რუსული თამაში, სადაც ცხელ გულთან ერთად საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს და ხერხით მოვუგოთ დროებით ღონეს – ქვეყანა კი არა, ხელისუფლება შევიყვანოთ ჩიხში. სულ ცოტა დარჩა გასაძლები და ამ ნერვების, ემოციების ფონზე მოიგებს ის, ვისაც ნერვები არ უღალატებს.
რაც შემეძლო, ავხსენი. ბევრ რამეს, გასაგები მიზეზების გამო აქ ვერც დავწერთ.
მივმართავ ოპოზიციის მხარდამჭერებს, თანამოაზრეებს, კარგად გავიაზროთ რაც ხდება და ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას იმ ადამიანებს, რომლებსაც არც სიცივის ეშინიათ, არც ციხის! არც ერთი და არც მეორე არცერთ შემთხვევაში არ აგვცდება.
ოპოზიციის მიერ გახარიას პრემიერობის პერიოდში დაანონსებული 25 თებერვლის აქციის გადადება არის სწორი.
ვისაც გვინდა ამ დღის აღნიშვნა და სრულიად ბუნებრივია რომ გვინდა, აქ კაკუნს, ავდგეთ და 25 თებერვალს შევუერთდეთ ახალგაზრდულ ანტისაოკუპაციო აქციას!
ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share