“ჩვენი ჭკუის ნაყოფს ვიმკით აგერ თუნდაც ბოლო ასი წლის განმავლობაში”…


“ეს ყველაფერი ხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო; ყველანაირ არაკაცობას, თუნდაც ასი წლის წინათ მომხდარს, ჰყავდა და ჰყავს თავისი ინტელექტუალური მხარდამჭერები; ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ყველაფრის გამართლება, ახსნა, კონფორმისტული დუმილი და ბოროტებასთან თანამშრომლობა.
ცხადია, შეუძლებელია შიშველი ხელებით შეიარაღებულ ხვადაგებთან გამკლავება, მაგრამ შესაძლებელია პირქუში, დუმილიანი ბოიკოტი.
ეს ყველას შეუძლია. ყველას, ვისაც გააჩნია ელემენტარული ღირსება, რომ უბრალოდ ხელი არ ჩამოართვას, „გამარჯობა“ არ უთხრას, არ ითანამშრომლოს ნაძირალასთან და ნაძირლობასთან. და ნაძირალას განსაზღვრება აღარ არის უკვე ბუნდოვანი. ასი წლის წინათაც ვიცოდით და ახლაც ვიცით. უამრავი ქართველის სიცოცხლე, რამდენიმე თაობის აწმყო და მომავალი, ქართული მიწის უზარმაზარი ნაფლეთები შეეწირა ბოროტებასთან კონფორმიზმს. ახლაც ეწირება და შეეწირება.
ქვეყანა სრულ ქაოსშია. დაკარგული აქვს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ორიენტაცია. თავბრუდახვეული ბარბაცებს. წარმოგიდგენიათ ჭკუათმყოფელი უცხოელი ინვესტორი, რომელიც ამ არასტაბილურ, კორუპციითა და ნეპოტიზმით გამოხრულ ქვეყანაში რაიმე ფინანსურ ინვესტიციას ჩადებს? წარმოგიდგენიათ რომელიმე დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც იმ ქვეყანას დაუდგება გვერდით, რომლის მოსახლეობასაც ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების საფუძველზეც ვერ მოუხერხებია გაერთიანება და ორად არის გახლეჩილი? ვინ გაგვიგებს და ვინ შეძლებს ამ ფატალური აბსურდის ახსნას და გაგებას? არც არავინ! და მიგვიშვებენ ჩვენს ჭკუაზე. ჩვენი ჭკუა კი … ჩვენი ჭკუის ნაყოფს ვიმკით აგერ თუნდაც ბოლო ასი წლის განმავლობაში…“- წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი და პროფესორი ზურაბ გურული, რომებიც დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისზე განხორციელებულ შტურს და ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share