ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი,ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:
“გავრილოვების ხელისუფლებამ მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მაქსიმალური დათმობისა მოლაპარაკებების სასარგებლოდ ბარბაროსულად დაარბია მშვიდობიანი ხალხი და 20 ივნისის მოვლენების გამო პატიმრობაში აიყვანა მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. დარბევისას დახურულ სივრცეში გამოყენებული იქნა მხუთავი გაზი, რაც აკრძალულია საერთაშორისო კონვენციით. მოქალაქეთა დაპატიმრებები გრძელდება. უახლოეს დღეებში ხანმოკლე ვადით უნდა ველოდოთ მასიურ რეპრესიებს, რამაც არ უნდა შეგვაშინოს – ეს გავრილოვების ხელისუფლების დასასრულის დასაწყისია. ცოტაც უნდა გავუძლოთ! სულ ცოტა ხნით მოგვიწევს ცხოვრება საბჭოთა საქართველოში წითელი არმიის “პოლიციელობით”. სულ ცოტა ხნით!
დასავლეთი განცხადებს განცხადებაზე აკეთებს!
ივანიშვილი–გახარიას და მათი ფსიქოპატი ჯალათების – ირაკლი გავრილოვის (ღარიბაშვილის), ირაკლი გავრილოვის (კობახიძის) და სხვა გავრილოვების წამზომი ჩართულია!
დღეს, 3 საათზე კანცელარიასთან ყველა, ვისაც მოსვლა შეუძლია!”