როგორც “გურიის მოამბისთის” ხდება ცნობილი, თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში,ამ დილით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩაატარებული სპეცოპერაციის დროს, სადაც პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია დააკავეს, გურიის რეგიონიდან არცერთი ენმ-ს ადგილობრივი ლიდერი და მხარდამჭერი არ დაუკავებიათ.
ეს ინფორმაცია ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, ენმ-ეს ადგილობრივა ლიდერმა, დავით მჟავანაძემ გვითხრა.
“გურიის რეგიონიდან ჩვენი წარმომადგენელი, ან მხარდამჭერი სპეცოპერაციის დროს არავინ დაუკავებიათ.”- თქვა მჟავანაძემ.