ენმ-ის ოფისიდან სერვერები წაიღეს.
პარტიის IT თანამშრომელმა ფორმულას უთხრა, რომ როგორც პარტიის ინტერნეტით უზრუნველყოფის საშუალება, ისე ვიდეო კამერების ჩანაწერები ამ სერვერებზე იყო მობილიზებული.
“ქსელის შიდა დამცავი სერვერი, რომელზეც ინფორმაცია იყო განთავსებული. სულ ყველაფერი წაღებულია, თუ რამე არსებობდა”. – თქვა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცია დღეს დილით შეიჭრა. მათ ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობაში შეკრებილი ადამიანები, დახურულ, ხალხით სავსე შენობაში გამოიყენეს წიწაკის გაზი და დააკავეს პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.