ეს ნაბიჯი ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს- არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ნაბიჯი ქვეყანაში კრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს.

„დღეს, 23 თებერვალს დილის 7:30 საათზე საქართველოს მთავრობამ საპოლიციო ძალის გამოყენებით ნაციონალური მოძრაობის ოფისში შესვლა დაიწყო. სპეციალური ღონისძიების მიზანს სასამართლოს მიერ 17 თებერვალს მიღებული პოლიტიზირებული გადაწყვეტილების აღსრულება და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავება წარმოადგენდა. იმ მომენტისთვის შენობაში ნიკა მელიას მხარდასაჭერად სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და აქტივისტები იყვნენ შეკრებილი. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა ნიკა მელია დააკავეს.

ვგმობთ საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებას არსებული ვითარების განმუხტვა სამართლებრივი და არაძალადობრივი მეთოდებითაც შეეძლო. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ დაელოდა სააპელაციო სასამართლოში მელიას სარჩელის განხილვას და არ აჩვენა მძიმე ვითარების განმუხტვის და პოლიტიკური პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვის ნება. ცხადია, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავება საქართველოს ახლად არჩეული პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი აგრესიული რიტორიკის გაგრძელებაა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გასული დღეების განმავლობაში გამოთქმული გაფრთხილებებისა და მოწოდებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში პოლიტიკური პროცესები თანდათან მძიმდებოდა.  დღეს კი ის სრულიად ჩიხშია შესული. საქართველოს მთავრობას სიტუაციის განმუხტვის რეალური პოლიტიკური ნება კრიზისის გამწვავების არც ერთ ეტაპზე არ გამოუჩენია. აღნიშნული ქმედებით კი სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისკენ გადადგა ნაბიჯი, რაც შესაძლოა ქვეყნისთვის გამოუსწორებელი ზიანის მომტანი იყოს. ცხადია, რომ პროცესების მომავალ გამწვავებაზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ ძალას ეკისრება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ცალსახად ესკალაციის გზას ადგას, რთულია მისგან ადექვატური გადაწყვეტილების მოლოდინი.

შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია შევაჩეროთ საზოგადოების კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია და არ დავუშვათ სამოქალაქო დაპირისპირება. მოვუწოდებთ ჩვენი ქვეყნის მეგობარი სახელმწიფოების წარმომადგენლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაბამისი რეაგირებისკენ. დღეს როგორც არასოდეს, საქართველოს სჭირდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა, ვინაიდან, სიტუაციის უფრო მეტად ესკალაციის შემთხვევაში, ქვეყანამ შესაძლოა დამოუკიდებლობის პერიოდში მოპოვებული ყველა მიღწევა დაკარგოს“, – აცხადებენ არასამთავრობოები.

განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო – TIG; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI; საქართველოს ატლანტიკური საბჭო; კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკომონიკური ანალიზის ცენტრი; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED; საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი – MDF; ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი – TDI; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – GFSIS; საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS; ღია საზოგადოების ფონდი – OSGF; ცენტრი „ემპათია“; საფარი; ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI; ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC; საქართველოს გაეროს ასოციაცია – UNAG; ადამიანის უფლებათა ცენტრი; მწვანე ალტერნატივა; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი – DRI; დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი – IDSD.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    აშშ-ის ახალ კონგრესში ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ „საქართველოს მხარდასაჭერი აქტი“ დააინიცირესამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირება მოხდა. „ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნავენ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ხაზს უსვამენ საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების…
    Tags: და, საქართველოს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    ლიეტუვის წარმომადგენელი ხელისუფლებას: შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიებილიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგმანტას პავილიონისი ენმ-ის ოფისში ნიკა მელიას შეხვდა.  შეხვედრის დასრულების შემდეგ მან იმედი გამოთქვა, რომ ნიკა მელიას საქმე დადებითად გადაწყდება და ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, შეწყდეს საქმეები სასამართლოში და დაიწყოს დიალოგი. მისი თქმით, მხოლოდ ასე შეძლებს საქართველო, გაიმეოროს ლიეტუვის გზა და გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ჟიგმანტას პავილიონისი ამბობს,…
    Tags: და, მელიას, ნიკა, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 96
    საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მარტო ვერ დავტოვებთ – დონალდ ტუსკიკიდევ ერთი საერთაშორისო გზავნილი და მხარდაჭერა პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ ლიდერს, ნიკა მელიას. ამჯერად, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს მხარდაჭერა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოუცხადა.   ის სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და იქვე აღნიშნავს, რომ მხარს უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს დემოკრატიულ, პროდასავლურ ძალებს უჭერს.   “ნუ დაგვავიწყდება ჩვენი მხარდაჭერა პროევროპული და…
    Tags: და, ნიკა, მელიას, საქართველოს, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა