საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს განვითარებულ მოვლენებსა და ნიკა მელიას დაკავებას სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება:”
“საქართველოს ისტორიაში ბოლო ათწლეულუბში არასდროს არ მომხდარა ის, რომ ასეთი სახით სრულიად მოგონილი მიზეზით დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე.
მე მინდა გვესმოდეს, რატომ არის ივანიშვილი ასე მომართული ნაციონალურ მოძრაობაზე და რატომ ებრძვის ყველაზე მეტად ამ პარტიას, რომ გაანადგუროს და მისი ლიდერები….
ეს არის მთავარი ძალა, რომლის მთავარი ამოცანა არის საქართველოს და ქართველი ერის დახსნა სიღარიბისა და მონობის უღელისგან, რომელიშც შეყვანა ივანიშვილმა. ეს არის ძალა, რომელმაც შეძლო წარმატებული გამოცდილების შექმნა და ბრძოლის გაგრძელება მიუხედავად მადენი წლის რეპრესიებისა.
ივანიშვილის სპეცრაზმი მივა ყველგან და ყველა ლიდერთან, რომელიც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო გადაარჩინოს მძიმე ხვედრისგან
ისინი ამას გააგრძელებენ იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ და ჩვენც სხვა გამოსავალი არ გვაქვს, თუ არა გავაგრძელოთ ბრძოლა გამარჯვებამდე” ამბობს მიხეილ სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტის თქმით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს და უკვე გაცნობიერებულიც აქვს, რომ საქმე გვაქვს ბოროტ ძალასთან, რომელთანაც კომპრომისები დაუშვებელია და მასთან ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი – ეს იქნება მძიმე ბრძოლა – ამბობს მიხეილ სააკაშვილი