“ოპოზიციის ლიდერები ჩაიკეტნენ ოთახში და თავად აზიანებდნენ ინვენტარს”

დღის სტუმარი პოლიტიკური გადაცემა უყურე LIVE პოლიტიკა ოპოზიციის ლიდერები ჩაიკეტნენ ოთახში და თავად აზიანებდნენ ინვენტარს – შალვა გავრილოვი გამოქვეყნდა: 2 საათის წინ “ქართული ოცნების” ახალი სახე შალვა გავრილოვი (პაპუაშვილი) ცრუ პატრიოტიზმს უწოდებს საბჭოთა ჯარის შემოსვლასა და დღეს, ოპოზიციური პარტიის ოფისზე მიტანილი შტურმისა და ოპოზიციის ლიდერის დაკავებაზე შედარებებს: რაც შეეხება დღევანდელ დღეს, რუსეთს და ა.შ. – ჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაანებონ თავი ამ ყალბ პატრიოტიზმს. არავის სჯერა მათი პატრიოტიზმის. რუსეთის და გავრილოვების ხსენება არავის სჯერა. თუკი დღეს ვინმე აკეთებს რუსეთის საქმეს, ეს არის ის ოპოზიციური ჯგუფი – ამბობს შალვა გავრილოვი. მისივე თქმით, დღეს შსს-მ პროფესიონალურად აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება – “ვნახეთ, ოპოზიციის ლიდერები როგორ ჩაიკეტნენ ოთახში და თავად როგორ აზიანებდნენ საკუთარ ინვენტარს”. – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share