“სასწრაფოდ სანქციები! ბიძინა ივანიშვილის თამადობით, ყველას,თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს, ღარიბაშვილს!”

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი TV პირველის პირდაპირ  ეთერში ნიკა მელიას  დაკავებაზე და განვითარებულ  მოვლენებზე საუბრობს:  “მე მოვითხოვ მსოფლიო თანამეგობრობისაგან, ამერიკის შეეთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ყველა ქვეყნის მთავრობისაგან, სასწრაფოდ სანქციები ბიძინა ივანიშვილის თამადობით ყველას –  შინაგან საქმეთა მინისტრს, უშიშროების ხელმძღვანელს, თალაკვაძეებს, მდინარაძეებს, კობახიძეებს და რა თქმა უნდა  ღარიბაშვილს  და რა თქმა უნდა იმ მოსამართლეებს, რომლებსაც სამშობლოზე წინ, პატრიოტიზმზე წინ, მამულზე წინ საკუთარი ბინძური მანდატები  და  სტატუსები ურჩევნიათ.

მე მოვუწოიდებ მთელ საქართველოს  ყველანი ფეხზე, ყველანი გარეთ, სანამ არ დავამთავრებთ აი, ამ ამაზრზენ,   ანტიეროვნულ რეჟიმს. მათ  საქართველოს ესროლეს ამით”.- საუბრობს ნათელაშვილი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share