ოზურგეთში, სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს, სადაც იმ პროექტების შერჩევა ხდება, რასაც კონკრეტულ სოფლებში პრიორიტეტად მიიჩნევენ. გურიანთაში 72 000 ლარის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოები ასე შეირჩა: “პრიორიტეტებიც შევარჩიეთ!
გურიანთის მოსახლეობამ ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ციხისფერდში კი გზის რთულ მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა გადაწყდა. პროექტის საერთო ღირებულება 72 000 ლარია”-ამბობს სოფელ გურიანთის დეპუტატი, მაია ზოიძე.