“შეშფოთებული ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს”

ქვეყანაში განვითარებულ მძიმე პოლიტიკურ პროცესებს და იმ შეფასებებს, რომელიც ამ ყველაფერს მოჰყვა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე ფეისბუქ განცხადებით ეხმაურება. მის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა და ამ ყველაფერმა კი შეიძლება ძალიან ბევრი რამე და ვინმე დააზიანოს.

გულდასმით გავეცანი უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი ქვეყნის მეგობრების შეშფოთებულ განცხადებებს. საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს- ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.

იმ გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ.

ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი ავადსახსენებელ 90-იანებს დაემთხვა. დღემდე თვალებიდან არ ამომდის ის საშინელი შედეგი, რაც საზოგადოების პოლარიზებამ საქართველოს მოუტანა. მჯერა, რომ ასეთი რამ საქართველოში აღარასდროს განმეორდება და ყოვლადმოწყალე უფალი დაგვიფარავს ამგვარი განსაცდელებისგან.

ქრისტემიერ საყვარელო ძმანო და დანო, ყველას უმორჩილესად გთხოვთ ვილოცოთ, ვიყოთ მშვიდად, ჩვენი ძალები გაერთიანებისაკენ მივმართოთ და არა პოლარიზებისკენ, გულში ჩავიკრათ ერთმანეთი და არ მივცეთ მტერს უფლება, რომ ჩვენი დაპირისპირებით გაიხაროს” – წერს მეუფე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    ჩემი განცხადებები ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრებას არ ნიშნავს - მელაშვილიე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების შემდეგ საპატრიარქოს პირველ განცხადებას ივერი მელაშვილი პასუხობს. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ რომელიმე განცხადების გაკეთებისას ეკლესიის წინააღმდეგ ილაშქრებდა და კიდევ ერთხელ განმარტავს რატომ უშლის საქმეს ხელს ურაპატრიოტული განცხადებების გაკეთება გარეჯზე, მათ შორის ბერების მხრიდან. "საპატრიარქომ გააკეთა განცხადება ის, რაც გააკეთა და უდიდესი პატივისცემა მის მიმართ, ჩემს განცხადებებში…
    Tags: და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "სხვანაირად ჭიკჭიკებდით და დღეს დაიწყეთ ლანძღვა"? - ვის საყვედურობს ლელა ნაცვალაძეოზურგეთის წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ოპოზიციიდან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლელა ნაცვალაძე, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას და "ოცნების" იმ წევრების განცხადებებს გამოეხმაურა ფეისბუკ პოსტით, ვინც დღეს ყოფილი პრემიერის მისამართით აგრესიას ვერ მალავდა:  "ვინც კარგად მიცნობს,იცის,რომ არასდროს მიყვარდა პირფერობა და დღესაც ასეა, ჩემი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, ბევრ,"წონიან" პოლიტიკოსთან მქონია შეხების…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    გავრილოვის ღამეს დაზარალებულები შარლ მიშელს წერილით მიმართავენგავრილოვის ღამეს დაშავებულმა მშვიდობიანმა მომიტინგეებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ღია წერილით მიმართეს. წერილის 10 ხელმომწერი მადლობას უხდის პრეზიდენტს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად გაიღეს. ამავდროულად, დაზარალებულები წერილში იხსენებენ 20-21 ივნისის ღამის მოვლენებს და წერენ, რომ ევროკავშირის მიერ შედგენილი შეთანხმების დოკუმენტში ნახსენები ამნისტია "მოემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნიველირებას".…
    Tags: და, რომ, ჩვენი, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!""ცხელი გულით და ცივი გონებით, ერთად დგომით ჩვენ მოვიგებთ ამ ომს!"- წერს სოციალურ ქსელში, ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი: "ოპოზიციის მიერ დაანონსებული 25 თებერვლის ანტისაოკუპაციო აქცია გადაიდო. მე, რომელიც რადიკალური მოქმედებების და აქციების უპირობო მომხრე ვარ და არაერთხელ მითქვამს ამის შესახებ, დღეს, მოცემულ გარემოებებში, ოპოზიციის ამ აქციის გადადება მგონია ერთადერთი სწორი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა