წულუკიანი:”მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!”

ქართული ოცნების დეპუტატი თეა წულუკიანი  დღევანდელ მოვლენებს  ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს: “სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო.
ის, ვინც ამას გმობს, ან საქართველოს არმცოდნე კეთილის მსურველია, ან პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიკერძოებული გარე პირია, ან კიდევ დაკვეთილ მუსიკაზე აცუნდრუკებული შინაური, მაგრამ არა – ნეიტრალური მრჩეველი და ანალიტიკოსი.
რვა წლის მანძილზე მრავლად მოგვისმენია მსგავსი რჩევა-დარიგებანი: ყოფილი პრეზიდენტის დანაშაულები გვერდზე გადადეთ და არ გაასამართლოთ, მერე რა, რომ ხალხი სამართალს ითხოვს; ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ დააკავოთ, მერე რა, რომ პოსტზე ყოფნისას მრავალი მძიმე დანაშაული ჩაიდინა; არც ყოფილი მინისტრი დააკავოთ, მერე რა, რომ პატიმრების წამება მისი ჰობი იყო; ნაციონალური მოძრაობა არ დაგმოთ, თორემ გვეწყინება, ცუდი რეაქცია გვექნება; აჰ, მაინც დააკავეთ? მოდით, ახლა გაუშვით; და ა.შ.
სწორედ ამგვარი უსამართლო “რჩევები”, დამნაშავე პოლიტიკური ძალის მფარველობა და ზედაპირული განცხადებები ასხამს ოკუპანტის წისქვილზე წყალს და იწვევს დასავლურ ოჯახში ყოფნის მოსურნე ქართველ ხალხში გაოცებას. ასეთი გაოცებანი კი სახიფათოა. თუ არის გასაგები, რასაც ვგულისხმობ, ხომ კარგი.
მადლობა პოლიციას მაღალკვალიფიციური ქმედებისათვის!”-წერს წულუკიანი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი და გამარჯვებული- ივანიშვილი"ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მის მიერ გამოქვეყნებულ წერილში. „ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა…
    Tags: და, რომ, არ, მერე, რა, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "წულუკიანმა ყველაფერი გააკეთა, რომ არჩევნებზე დომხალი ყოფილიყო“ – ხათუნა გოგორიშვილივურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერმა ხათუნა გოგორიშვილმა “ახალ თაობასთან” ისაუბრა.ვურჩევდი წულუკიანს, რომ სიტყვები „ამომრჩეველი“ და „ღალატი“ ერთდროულად არ იხმაროს. მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს. იმიტომ, რომ ზუსტად მისი კანტორა იყო და პირადად ის ერთ-ერთი, ვინც ყველაფერ აკეთებდა, რომ…
    Tags: რომ, და, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    "ავანტიურისტი შულერი, "ოცნების მზე", რომელმაც ყველა გადააგდო"- გიორგი თარგამაძე ივანიშვილზე"ცუდი მენეჯერი, თუ შულერი?! გვითხრა რომ წავიდა... საკითხავად 15-გვერდიანი წერილი და მოსასმენად 1-საათიანი ინტერვიუ დაგვიტოვა. დაგვამადლა მენეჯერული სუპერ თვისებები, მილიარდიანი ქველმოქმედება და კიდევ უფრო დიდი ქველმოქმედება, რაც თურმე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოფილა. აღარ დამირეკოთო თქვა და კარი გაიჯახუნა… წავიდა, არწავიდა, სად წავიდა - გვირილას ფოთლების პუტვას და მარჩიელობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა დავფიქრდეთ მართლა რა დაგვიტოვა…
    Tags: და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 98
    ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ-"სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის"ნიკა მელიას პირველი ინტერვიუ ციხიდან ნიკა გვარამიასთან [სრული ვერსია] ინტერვიუ 224-ე საკნიდან 1. როგორ ხარ? იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, კარგად ვიყავი მზად ფსიქოლოგიურად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემს სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის…
    Tags: და, რომ, არ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა