ჟურნალისტი ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ვითარებას ეხმაურება და წერს, რომ თავმოყვარე და უთავმოყვარეო, თავისუფალ ინდივიდებსა და მონებს, უსამართლო და სამართლიან ადამიანებს საქართველო აერთიანებთ.
“და დაიყო საზოგადოება თავმოყვარე და უთავმოყვარეო ადამიანების კატეგორიებად, თავისუფალ და მონა ინდივიდებად.უსამართლო და სამართლიან პიროვნებებად.
და ყველას ერთი პატარა ქვეყანა, საქართველო აერთიანებდა” – წერს ხატია სიჭინავა.
ამავე პოსტში კი, ჟურნალისტი წერს, რომ ის აპირებს აქციას შეუერთდეს.