“”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა პირდაპირ ეთერში ნიკა მელიას დაჭერის საკითხზე, ენმ-ს ოფისში განხორციელებულ შტურმზე და დღევანდელ მოვლენებზე საუბრობს: “ჩვენ ქვეყანაში ტესტების დრო აღარ არის. იმიტომ, რომ საბჭოთა არმიის შემოჭრიდან 100 წლის თავზე დღევანდელი მოქმედებით ბიძინა ივანიშვილმა გვიჩვენა, რომ მას კვლავ სურს საბჭოთა რეჟიმი დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ეხლა არის თავისუფლების დაცვის დრო. დღეს მთელი დღე მახსენდება რონალდ რეიგანის სიტყვები, რომელიც ერთ-ერთი დიდი დამცველი იყო თავისუფლების, როდესაც მან თქვა, რომ “თავისუფლების გაქრობისგან გვაშორებს, მხოლოდ ერთი თაობა” და ეს ნამდვილად ასეა. ჩვენი თაობის ვალია, რომ დღეს ჩვენ აქ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ყველა მოქალქე გაისიგრძეგანებს იმ არჩევანს, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას. ან დავადგებით გასაბჭოების გზას, ან ავირჩევთ რუსეთს, ან ავირჩევთ თავისუფლების დაკარგვას, ან ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის და შევინარჩუნებთ თავისუფლებას. არა ინდივიდუალურ თავისუფლებას, არა ნიკა მელიას თავისუფლებას, არა ჩემ და თქვენ, არამედ ქვეყნის თავისუფლებას. იმიტომ, რომ ამ გზაგასაყარზე დადგა ნამდვილად საქართველო. საერთაშორისო პარტნიორებისგან უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩისგან. მოუწოდებდნენ დეესკალაციისკენ მოლაპარაკებებზე დასხდომისკენ და მიუხედავად ამისა განხორციელდა შტურმი და ამგვარი ნაბიჯები აშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. ამაზე მკაფიო მკაცრი ტერმინოლოგია დიპლომატიურ ენაში არ არსებობს, ამის შემდეგ ერთადერთი ნაბიჯი რაც რჩება სტრატეგიულ პარტნიორს, ეს არის ტარგეტირებული, პერსონალური სანქციები.
ივანიშვილმაც უნდა გააკეთოს არჩევანი. ივანიშვილმა უნდა აირჩიოს სანქცირებული ოლიგარქების მწკრივში ჩადგომა, რომლებიც უხვად არიან ჩვენს რეგიონში-პუტინი, ლუკასენკო, პლახატნიუკი და მისი გარემოცვა, ან უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისათვის რომ ამგვარი მოლაპარაკება შედგეს.
ივანიშვილი ყველა რეპრესიის გზას გამოიყენებს,იმისთვის რომ ადამიანები არ გამოვიდნენ ქუჩაში, იმიტომ, რომ მას ძალიან ეშინია პროტესტის.
თუმცა, ივანიშვილს მინდა ვუთხრა, რომ ნუ დაითვლის ადამინების თავებს. ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ქუჩაში, მაგრამ ვინ სადაც არ უნდა იყოს ყველამ იცის, რომ დღეს ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი დიქტატურისკენ. დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომივანიშვილს არ სურს საქართველო გახდეს თავისუფალი სამყაროს წევრი. მას არ სურს საქართველო გახდეს წარმატებული ევროკავშირის და ნატოს წევრი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ივანიშვილი ნუ დაიწყებს თავების თვლას, ეს მისთვის იქნება პერსონალურად დამაზიანებელი.
თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანები ამ ქვეყანში ყოველთვის იქნებიან. ეს აჩვენა გავრილოვის ღამემ და ძალიან ნიშანდობლივია, ის რომ ივანიშვილს რუსი ოკუპანტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩაასკუპა აი სწორედ ის იმსხვერპლებს!
დიახ იმსხვერპლებს!
აუცლებლად იმსხვერპლებს!
ნიკა მელიას საქმის გაცოცხლება იყო ივანიშვილის მომაკვდინებელი შეცდომა, რომელმაც უკვე გადაიყოლა მათი ყველაზე დიდი რეიტინგის მქონე პრემიერი და ძალიან მალე გადაიყოლებს მთლიანად ქართულ ოცნებას, როგორც პროექტს და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურად რა თქმა უნდა”.-საუბრობს ბოკუჩავა.