ნებისმიერი მოვლენა, რაც ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებულად აქტიურად განიხილება ხოლმე სოციალურ ქსელებში, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს ადამიანების განწყობაც, ლოგიკის სიმყარეც და სამართლიანობისა თუ უსამართლობის მიმართ დამოკიდებულებაც. განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ქართველების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, როცა ჯანსაღი კრიტიკა უფრო მეტად ზიზღმა და ლანძღვა-გინებამ ჩაანაცვლა. იურისტი კახა ჩავლეშვილი, სოციალური ქსელების მნიშვნელობას ფაქტობრივად ერთი წინადადებით ხსნის და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
“იმ დროში როდესაც სოციალური ქსელები არ არსებობდა დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველები” პატრიოტი, განათლებული და კეთილშობილი ხალხი იყო”-წერს ჩავლეშვილი.