“მელია იდეალისტია და მან მუხლზე უნდა გადაიმტვრიოს “ქოცური” სამართალი”

“ნიკა მელია არის იდეალისტი პოლიტიკოსი და მან მუხლზე უნდა გადაიმტვრიოს თქვენი სამართალი, ქოცური სამართალი”, – ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი არჩევნების” წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს “რუსთავი2”-ის ეთერში, სადაც მათ შორის დებატები გაიმართა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ტერორი და ადამიანებით ვაჭრობაა.

ვლადიმერ ბოჟაძემ კითხა – რატომ არ გადაიხადა ნიკა მელიამ  გირაო? მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რევოლუციას ვერ მიაღწია და სწორედ ამის შემდეგ გახდა პრინციპული საკითხი ნიკა მელიას გირაოს არ გადახდა, რაც მისი თქმით იყო გეგმის ნაწილი, რომ სახელმწიფო ერთი მხრივ იძულებული გამხდარიყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რაც გადადგა და ასეთ დროს მომხდარიყო კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსი.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 97
    "ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად: "მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებების პირველი ფაზა პრეზიდენტ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მედიაციით შედეგის გარეშე დასრულდა, „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა პასუხისმგებლიანი ნაბიჯი და საჯაროდ ხელი მოაწერა ევროკავშირის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების პირობებს ადგენდა. ოპოზიციამ ევროკავშირის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი არ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    რა უნდა ეთქვა ბერას - გიორგი თარგამაძემე პირადად ველოდი: ბერა გამოვიდოდა, უცენზურო ლექსიკის გამო საზოგადოების მისდაუნებურად შეწუხებისთვის ბოდიშს მოიხდიდა, იტყოდა, რომ მაშინ ბავშვი იყო, სისხლი უდუღდა, ყველაფერზე მტკივნეულად რეაგირებდა, მამამისი ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფალი არ იყო და მისთვის შეურაცხყოფის მომყენებლებისთვის ჭკუის სწავლება ასეთი მიუღებელი ფორმით მოუწია. შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მამა პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახდა, თავადაც გაიაზრა, რომ როგორც მომღერალი…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    პოლიტიკა ჩვენი თამაშია? - რატომ იქცევა ხელისუფლება ასე აგრესიულადჰკა მაგათო", გაისმა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ისევ გაცოცხლდა: ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დაჭერით ემუქრებიან; გვარამიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები კვლავ ჩაინიშნა; რურუა ციხეში რჩება; მელაშვილს, ილიჩოვას და მათთან ერთად მთავარ ოპოზიციურ ძალას სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გარეჯის გაყიდვაში გაორმაგებული ძალისხმევით ადანაშაულებს; ამასობაში, პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა ლამისაა ბულდოზერი გადაატარა ელისაშვილს,…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 97
    "ფუი, ამ ბალასტს შესწირეს თავი ტატუნაშვილებმა, ანწუხელიძეებმა და მისთანებმა"...სოპრანო თამარ ივერი სოციალურ ქსელში რიონის ხეობის მცველთა თბილისური აქციის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ის მიდგომა, რაც „ქალაქის ელიტამ“ გამოიჩინა ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების მიმართ: „კაქი ლაა… შეწუხდა ქალაქის „ელიტა“ ორი დღე „რიონელების” მიერ გადაკეტილი გზით. ვაიმე, როგორ გაბედეს და “ძისკომфორტი” შეუქმნეს ვიღაც ჩამოსულებმა ქალაქში მათ უფრო მნიშვნელოვან თემებზე…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა