მეუფე ვახტანგ ახვლედიანის შეფასებით, ქვეყანას დღეს მოძალადე მთავრობა ჰყავს, ივანიშვილ-ღარიბაშვილის სახით. მღვდელმთავარი ამ განცხადებით “მთავარ არხთან” “ოცნების” ხელისუფლების დღევანდელ ქმედებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ ყველაფერს ქართველი ერი არ შეეგუება, უბრალოდ დროა საჭირო: “ეს არის ქვეყნის უბედურება, ჩვენი უბედურება რაც ქვეყანაში ახლა ხდება და ფაქტია, რომ მოძალადეა დღეს ვინც ჩაიდინა ეს უბედურება ღარიბაშვილის სახით თუ ივანიშვილის სახით და ქართველი ერი ამას ვერც შეეგუება და ვერც აპატიებს, ოღონდ ამას დრო სჭირდება. საქართველო არ არის ვიღაცეების, ერთის, ან ორის…და თუ ჩვენ გვინდა მომავალი გვქონდეს და ვეზიაროთ ცივილიზებულ სამყაროს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ქვეყანს ვუშველოთ და მოვიპოვოთ მართლაც ადამიანის ღირსება, დემოკრატია და თავისუფლება. ზოგიერთები ვერ სწავლობენ ჭკუას და იარაღის ჟღარუნით ელაპარაკებიან ადამიანებს, რომ ისინი ბოლომდე დასცან და ჩაკლან საქართველოში ეროვნული სული”.– ამბობს მეუფე ვახტანგი.